1.პროექტის სახელწოდება: "საიდან მოხვედი წიწილავ"
2. პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1–2 წინადადებით:მოსწაავლებმა შეძლონ:
ა) შინაური ფრინველების ამოცნობა და დასახელება.
ბ) ფრინველების გამრავლების თავისებურებების (კვერცხიდან ჩეკვის) გაცნობიერება.
გ) ზრდასრული ფრინველისა და მათი ნაშიერის შედარება.
3.პროექტის აქტუალობა: მოსწაავლებმა გაეცნონ შინაურ ფრინველებს, გამოუმუშავდეთ მათი დაცვისა და მოვლის უნარ–ჩვევები, გაიგონ რა არის საჭირო კვერცხიდან წიწილას გამოსაჩეკად,გაიგონ რისთვის ზრდის და ამრავლებს ადამიანი შინაურ ფრინველებს.
4.პროექტის მიზნები:
ა) მოსწავლეებმა ამოიცნონ და დაასახელონ შინაური ფრინველები.
ბ) გაიგონ როგორ ხდება ფრინველის კვერცხიდან ჩეკვა სახლის პირობებში კრუხით და მინი ინკუბატორში.
გ) რა აუცილებელი პირობაა საჭირო კვერცხიდან წიწილას გამოსაჩეკად.
5.მონაწილეთა ასაკი: 7–8 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: პლაკატი " შინაური ფრინველები და მათი ნაშიერები". განმავითარებელი საუბარი მოსწავლეებთან შინაურ ფრინველებზე, მათ სარგებლიანობაზე, გამრავლების თავისებურებებზე.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: პლაკატის დამზადება, წიგნი, სურათები,კომპიუტერი,სხვადასხვა შინაური ფრინველის კვერცხი.ქათამი. წიწილა.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): კლასის დაყოფა ორ ჯგუფად.ინფორმაციის შეგროვება შინაურ ფრინველებსა და მათ შვილებზე.სურათების მოძიება.სხვადასხვა შინაური ფრინველის (ქათამი, იხვი, ციცარი,ბატი, ინდაური) კვერცხის შეგროვება.კომპიუტერში შინაური ფრინველების და მათი ნაშიერების სურათების დათვალიერება. კვერცხის ჩალაგება გამოსაჩეკად ბუდეში1. კრუხისათვის ,2.მინი საოჯახო ინკუპატორში.დაკვირვება 10 დღის შემდეგ–ნათურის შუქზე ბავშვებს დავათვალიერებინებ კვერცხს,თუ რა მდგომარეობაშია მისი შიგთავსი. 21 დღის გასვლის შემდეგ ბავშვები ათვალიერებენ ბუდეში და საოჯახო მინიინკუბატორში გამოჩეკილ წიწილებს.მულტფილმის ნახვა ''მახინჯი იხვის ჭუკი''(ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრის მიხედვით). ექსკურსია მეფრინველეობის ფაბრიკაში.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნება,ქართული ენა,მუსიკა–ამ საგნებთან აღრმავებს ბავშვების ცოდნას.
11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): დინარა მესხიშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:dinaramesxishvili12@gmail.com
13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:dinaramesxishvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment